ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ამ ამაზრზენი ქმედებების ჩამდენთათვის ანგარიშვალდებულების დღე დადგება

ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩი რუსული ძალების მიერ ლვოვზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ დადგება დღე, როდესაც ასეთი ქმედებების ჩამდენები პასუხს აგებენ.

„ევროპის საბჭო და მე კატეგორიულად ვგმობთ რუსეთის განურჩეველ თავდასხმას ლვოვში მშვიდობიან მოსახლეობაზე. ამ ამაზრზენი ქმედებების ჩამდენთათვის ანგარიშვალდებულების დღე დადგება“, - დაწერა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩმა „ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, რუსული ძალები ლვოვს „კალიბრის“ რაკეტებით დაესხნენ თავს, რის შედეგადაც დაიღუპა 4 და დაშავდა 37 ადამიანი.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება