გერმანიასა და ნიდერლანდებში დააკავეს რამდენიმე პირი, რომლებიც ტერაქტებს გეგმავდნენ

გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის მხარეში სამართალდამცავებმა ტერორიზმში ეჭვმიტანილი შვიდი მამაკაცი დააკავეს, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ გერმანიის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

პროკურატურის განცხადებით, ეჭვმიტანილებმა გერმანიაში ტერორისტული დაჯგუფება დააარსეს და ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს ტერორისტულ ორგანიზაციას უჭერდნენ მხარს.

დაკავებულები თურქმენეთიდან, ყირგიზეთიდან და ტაჯიკეთიდან არიან. სავარაუდოდ, ისინი გერმანიაში უკრაინაში რუსეთის მიერ ომის დაწყებიდან მალევე შევიდნენ.

პროკურორების თქმით, ეჭვმიტანილთა მიზანი იყო „გერმანიაში გახმაურებული თავდასხმების“ განხორციელება. მათ სამიზნეები უკვე შესწავლილი ჰქონდათ და იარაღის შეძენას ცდილობდნენ.

ამასთან, ტერორიზმში ეჭვმიტანილი ორი პირი, ტაჯიკი ცოლ-ქმარი, დააკავეს ნიდერლანდებშიც. ნიდერლანდების პროკურატურის განცხადებით, მათ კავშირი ჰქონდათ გერმანიაში მცხოვრებ რამდენიმე პირთან.

„არსებობს ეჭვი, რომ მამაკაცი „ისლამური სახელმწიფოს“ წევრია და მას ტერაქტის მოწყობა უბრძანეს“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა