პოლონეთის საგარეო მინისტრი - თუ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაარტყამს, პოლონეთს ადეკვატური რეაქცია ექნება

თუ რუსეთი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს დაარტყამს, პოლონეთი სათანადო რეაგირებას მოახდენს, - ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ზბიგნევ რაუმ განაცხადა.

„ეს იქნება სრულიად ახალი ვითარება. ამიტომ ჩვენ სათანადო რეაგირებას მოვახდენთ“, - აღნიშნა რაუმ.

მისი თქმით, ამ ტიპის იარაღის გამოყენება სრულიად ახალ ვითარებას შექმნის არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიის მნიშვნელოვან ნაწილზეც აისახება.

„ასე რომ, ეს ადეკვატურ რეაქციას მოითხოვს. ნუ ელით, რომ გეტყვით, კონკრეტულად როგორი იქნება ეს რეაქცია“, - განაცხადა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს