უკრაინის საგარეო უწყება თეთრი სახლის განცხადებაზე - უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელიც ომის პირობებში ამდენ რეფორმას ახორციელებს

უკრაინა აგრძელებს რეფორმებს, მიუხედავად იმისა, რომ მის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ომი მიმდინარეობს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ განაცხადა.

„ამჟამად, მსოფლიოში არ არსებობს სხვა ქვეყანა უკრაინის გარდა, რომელიც ახორციელებს ამდენ რეფორმას მის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი ომის პირობებში. უკრაინის ფუნდამენტური შიდა გარდაქმნები აუცილებლად გაგრძელდება", - განაცხადა ნიკოლენკომ.

მისი თქმით, მიაჩნია, რომ მსოფლიოში ერთი რეფორმა დაუმთავრებელი რჩება. ეს არის ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურაში რუსეთის როლის მიმართ დასავლეთის დამოკიდებულება.

„როგორც კი ჩვენი პარტნიორები მოსკოვში უკან გაუხედავად განიხილავენ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს, ცხადი გახდება, რომ ალიანსში გაწევრიანებისთვის უკრაინის ამ ეტაპზე მიწვევა შეესაბამება მოკავშირეების უსაფრთხოების ინტერესებს და მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება უკრაინასა და ზოგადად ევროპაში მშვიდობის აღსადგენად და მომავალში რუსული აგრესიის განმეორების თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა ნიკოლენკომ.

შეგახსენებთ, თეთრი სახლის პრესსპიკერმა კარინე ჟან-პიერმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის ერთგულია.

უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება ნატო-ს 31-ვე წევრის თანხმობით მას შემდეგ მოხდება, რაც ქვეყანა ბლოკის ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

„როდესაც საქმე ეხება უკრაინას, ჩვენ განვიხილავთ ნატო-ს მოკავშირეებთან და უკრაინასთან, თუ როგორ შეგვიძლია ერთობლივად მხარი დავუჭიროთ უკრაინის მისწრაფებებს ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ. პრეზიდენტმა [ბაიდენმა] არაერთხელ თქვა: უკრაინამ უნდა გაატაროს რეფორმები იმავე სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, რაც ნატო-ს ქვეყნებმა დააკმაყოფილეს, სანამ ისინი ალიანსს შეუერთდნენ.

მისი თქმით, ის ფიქრობს, რომ უკრაინას შეუძლია ამის გაკეთება“, - აღნიშნა კარინე ჟან-პიერმა.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის