ნატო-ს სამიტამდე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი თურქეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული გამოცემა Sabah ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, თურქეთში ზელენსკი თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.
ცნობისთვის, ნატო-ს სამიტი ვილნიუსში 11-12 ივლისს გაიმართება. დღეს უკრაინის პრეზიდენტი ვიზიტით ბულგარეთში იმყოფება.