ანონსი  7 ივლისი

7 ივლისს, 09:00 საათზე, ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესია გაიხსნება. მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ფრანსის დრუენი.

სესიას დაესწრებიან საქართველოს მთავრობის წევრები.

მის: თელავის ქ.20, („შერატონ მეტეხი პალასში“)

7 ივლისს, 10:00 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ადგილი: კომიტეტის სათათბირო ოთახი N221

(C კორპუსი, II სართული)

7 ივლისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ვითარება ხორბლისა და ფქვილის ბაზარზე: ქართული ხორბლის მოსავლის მხრივ არსებული მდგომარეობა. წისქვილკომბინატების მიერ აღებული ვალდებულებები“.

მის: კოსტავას ქ.47/57

საკონტაქტო: 593 53 45 24

7 ივლისს, 11:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან (ორთაჭალაში), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე, პარტიის წევრებთან ერთად, ბრიფინგს გამართავს.

მის: გორგასლის ქ. #24

საკ: ლაშა ტყეშელაძე +995557559559

7 ივლისს, 11:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება.

ადგილი: ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

(C კორპუსი, V სართული)

7 ივლისს, 11:00 საათზე, „სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის“ დამფუძნებელი, შალვა ალავერდაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: ტურისტული სეზონი, არსებული ვითარება, პრობლემები, რისკები, ძირითადი შემომსვლელები და ნაკადი.

მის.: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: 599726565

7 ივლისს, 12:00 საათზე, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართება.

მის: გორგასლის ქ. #24.

საკონტაქტო პირი: ხატია ჯიღაურიშვილი - 599 78 00 05

7 ივლისს, 12:00 საათზე, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართება.

ადგილი: ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

7 ივლისს, 12:30 საათზე, სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თელავში, ე.წ. სამხედრო ქალაქის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდება.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება