„როსავიაცია“ საქართველოში ფრენების ნებართვის გაცემაზე პირველ კომენტარს აკეთებს

რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ - „რუსული ავიახაზების საერთაშორისო ფრენების განსახორციელებლად დაშვების შესახებ“ პირველი კომენტარი გამოაქვეყნა.

ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

უწყებაში აცხადებენ, რომ „საერთაშორისო მარშრუტზე ფრენის განხორციელების ნებართვა ავიაკომპანიას ენიჭება რუსეთის ტრანსპორტის სამინისტროსთან არსებული უწყებათაშორისი კომისიის მიერ და წარმოადგენს ავიაკომპანიის ტრანსპორტირების უფლების დადასტურებას“.

თუმცა, ავიაკომპანიას შეუძლია ამ უფლების გამოყენება მხოლოდ რიგი დამატებითი პირობების შესრულების შემდეგ, მათ შორისაა: საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოსგან ნებართვის მიღება სახელშეკრულებო მარშრუტზე ფრენების განხორციელებისთვის; უცხო სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოებისგან ნებართვის მიღება სახელშეკრულებო მარშრუტზე ფრენების განხორციელებისთვის; გაფრენის/ჩაფრენის აეროპორტში სლოტების მოპოვება და საჰაერო მოძრაობის კანონმდებლობითა და საჰაერო მიმოსვლის შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული სხვა ტექნიკური (ოპერატიული) ნებართვების მოპოვება. „ამავდროულად, ორი სახელმწიფოს ტერიტორიაზე პუნქტებს შორის ფრენების დაწყება, გარდა მიღებული ნებართვებისა, განპირობებულია ორი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი პროცედურებისა და პირობების გატარებითაც“, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ ("როსავიაცია") რუსეთსა და საქართველოს ქალაქებს შორის კვირაში 284 ფრენის ნებართვა გასცა. დოკუმენტი რუსეთის დეპარტამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა