იენს სტოლტენბერგი ერდოღანისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრას აანონსებს და დადებითი გადაწყვეტილების შანსს ხედავს

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ერდოღანისა და შვედეთის პრემიერ-მინისტრის შეხვედრას აანონსებს და დადებითი გადაწყვეტილების შანსს ხედავს. ამის შესახებ მან ხუთშაბათს თურქეთს, შვედეთსა და ფინეთს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე “კარგი პროგრესი” იქნა მიღწეული.

მან ასევე ორშაბათს, 10 ივლისს, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და შვედეთის პრემიერ-მინისტრ ულფ კრისტერსონს შორის შეხვედრა დააანონსა.

სტოლტენბერგმა თავისი პოზიცია გაიმეორა, რომ შვედეთმა უკვე შეასრულა სამმხრივი მემორანდუმით გათვალისწინებული ვალდებულებები, რომლებიც წინა ზაფხულს ანკარას, სტოკჰოლმსა და ჰელსინკის შორის გაფორმდა.

„მიზეზი, თუ რატომ შევხვდით და რატომ ვიწვევ შეხვედრას ორშაბათს - რათა დავძლიოთ უთანხმოებები, რომლებიც ჯერ კიდევ არის იმასთან დაკავშირებით, თუ რა დონეზე შეასრულა შვედეთმა მემორანდუმის პირობები… დღევანდელ შეხვედრაზე კარგ პროგრესს მივაღწიეთ. მომავალ კვირას ნატო-ს სამიტზე დადებითი გადაწყვეტილებას სრულიად შესაძლებელია. ყველა ვთანხმდებით, რომ შვედეთის გაწევრიანების დასრულება რაც შეიძლება სწრაფად უნდა მოხდეს”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო