უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იდეალური იქნება, თუ ვილნიუსის სამიტზე უკრაინას ნატო-ში გასაწევრიანებლად ოფიციალურად მიიწვევენ.
ზელენსკიმ პრაღაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ უკრაინას ესმის, შესაძლოა იყოს სირთულეები ალიანსის ყველა პარტნიორის ერთობლივი მხარდაჭერის მოპოვებაში.
"ვიღაც მოსკოვისკენ იცქირება, ვიღაცას რუსეთის ეშინია, მაგრამ მჯერა, რომ არსებობს დიდი შანსი, მთელი ალიანსის გამბედაობისა და ძალის გამოჩენის“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, უკრაინა ვილნიუსის სამიტზე მკაფიო და კონკრეტულ სიგნალს ელოდება ნატო-ში მიწვევის შესახებ.
"არა იმაზე, რომ ჩვენთვის კარი ღიაა. ეს ცოტაა. არამედ იმაზე, რომ უკრაინა იქნება ნატო-ს წევრი", - განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ.