პეტრ პაველი - უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვაში, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ

ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის განცხადებით, მისი ქვეყანა მზადაა, მხარი დაუჭიროს უკრაინას ვილნიუსში დაგეგმილ ნატო-ს სამიტზე და წვლილი შეიტანოს მის ფინანსურ დახმარებაში.

„მიმაჩნია, რომ უკრაინას მხარი უნდა დავუჭიროთ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისკენ სწრაფვაში. ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის. ვეცდებით, რომ მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარე წლის ბოლომდე დაიწყოს და მკაფიოდ იყოს ნათქვამი, რომ ევროპა მომავალში უკრაინასთან იქნება“, - აღნიშნა ჩეხეთის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მისი თქმით, უკრაინას შეუძლია ჩეხეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს. პეტრ პაველმა ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მხარდაჭერა არა მხოლოდ ომისგან დაზარალებული ქვეყნის მხარდაჭერაა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, ეს არის დახმარება ყველა ევროპელისთვის.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი