უკრაინის თავდაცვის ძალებმა ნაწილობრივ წარმატებას მიაღწიეს და ბახმუტის მიმართულებით კლეშჩეევკას რაიონში მაგრდებიან. მძიმე ბრძოლები გრძელდება, - ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერზე, ანდრეი კოვალევკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მისი განცხადებით, თავდაცვის ძალები ბახმუტის მიმართულებით აგრძელებენ შეტევითი მოქმედებების განხორციელებას. ბახმუტის ჩრდილოეთით და სამხრეთით აგრძელებენ მოწინააღმდეგეზე ზეწოლას და ადრე დაკავებული საზღვრებიდან გაძევებას.
„კლეშჩეევკას რაიონში მათ ნაწილობრივი წარმატება აქვთ და მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან. აქ მძიმე ბრძოლები გრძელდება“, - აცხადებს ანდრეი კოვალევკო.