უკრაინის აღმოსავლეთ სარდლობა - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტთან წინ ერთ კილომეტრზე მეტით წაიწიეს

უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტის მიმართულებით ერთ დღეში წინ ერთ კილომეტრზე მეტით წაიწიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.

„თავდაცვის ძალები ბახმუტის მიმართულებით აგრძელებენ ინიციატივის შენარჩუნებას, მტერზე ზეწოლას, თავდასხმის ოპერაციებს და ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე გადაადგილებას. კერძოდ, გასული 24 საათის განმავლობაში იქ კილომეტრზე მეტი დაიფარა”, - განაცხადა ჩერევატიმ.

მისი თქმით, რუსები ამ მიმართულებით მცირე კონტრშეტევების განხორციელებას ცდილობენ, მაგრამ ინიციატივა მთლიანად თავდაცვის ძალებს ეკუთვნის.

„უნდა გავაცნობიეროთ, რომ წინ მივდივართ, მიუხედავად იმისა, რომ ძალებითა და საშუალებებით მათზე უპირატესობა არ გვაქვს“, - აღნიშნა ჩერევატიმ.

ვახტანგ ძაბირაძე - ოპოზიციურად განწყობილმა ელექტორატმა არ უნდა თქვას უარი არჩევნებში მონაწილეობაზე, რადგან არჩევნებში არ მონაწილეობა პოლიტიკურ ბრძოლაზე უარის თქმას ნიშნავს
სოფიო ხორგუანი - საქართველოს ხალხმა უნდა დავიჯეროთ, რომ ჩვენი სამშობლოსთვის თანამედროვე სახელმწიფოს აშენება შეგვიძლია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
„მაკდონალდსის“ 27-ე ახალი რესტორანი გაიხსნა
Homer-მა შენობაში, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, სათავო ოფისი გახსნა და ახალი საცხოვრებელი პროექტი წარადგინა
ყაზახეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმი 2025 ჩატარდა
ბუნებასთან ჰარმონიაში - საგურამოსთან ახლოს სააგარაკე დასახლება „შინვუდი“ შენდება