კრემლი ვლადიმერ პუტინსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის პირდაპირ კონტაქტს არ გამორიცხავს

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის კონტაქტი უახლოეს მომავალშია შესაძლებელი.

„არ გამოვრიცხავთ უახლოეს მომავალში. თქვენ იცით, რომ პუტინი და ერდოღანი ხშირად და რეგულარულად ურთიერთობენ. პირისპირ კონტაქტის საკითხი არაერთხელ განხილულა“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, კრემლი ყურადღებით დააკვირდება თურქეთში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის და მის თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის შეხვედრის შედეგებს. მანამდე თურქულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, „დიდი ალბათობით" მოლაპარაკებებს ვლადიმერ პუტინთანაც გამართავს.

სტეპან  გრიგორიანი - ლავროვის გზავნილი სომეხი ხალხისთვის ასეთი იყო - რუსეთი უკრაინაში ბოლომდე იბრძოლებს, თქვენ კი გაფრთხილებთ - თუ  გააგრძელებთ ევროკავშირთან ინტეგრაციას, კარგ დღეში თქვენც არ იქნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 22.05.2025
ლევან ალაფიშვილი - „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ დემოკრატიულ ინსტიტუტებზე ახდენს თავდასხმას, ხოლო მეორე მხრივ რეპრესიულ მექანიზმებს აძლიერებს
„ბრიტანულ ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები „საქართველოს კაპიტალის“ ლონდონის საფონდო ბირჟიდან გარიცხვას ითხოვენ
შპს „წინანდლის ვენახები“ განცხადებას ავრცელებს
ნატო ჩხეიძე თეა წულუკიანს და საგამოძიებო კომისიას პასუხობს
ნატალია ქუთათელაძის გზა პირველი ყულაბიდან ფინანსურ სტაბილურობამდე - „ხალიკ ბანკი ყველაზე დიდი ყაზახური ფინანსური ინსტიტუტია საქართველოში - შესაბამისად, როცა საქმე ანაბარს ეხება, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი ფინანსები სანდო ხელშია“
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის