ვოლოდიმირ ზელენსკი სლოვაკეთში გაემგზავრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ბულგარეთსა და ჩეხეთში ვიზიტის შემდეგ სლოვაკეთში გაემგზავრა, - ამის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა.

მისი ინფორმაციით, სლოვაკეთში ვიზიტის ფარგლებში ქვეყნის პრეზიდენტს, ზუზანა ჩაპუტოვას შეხვდება.

„შემდეგი არის სლოვაკეთი. მნიშვნელოვანი შეხვედრები ბრატისლავაში პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვასთან, პრემიერ-მინისტრ ლუდოვიტ ოდორთან, ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ბორის კოლართან", - განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდება უკრაინის თავდაცვის კონკრეტულ მხარდაჭერასა და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ნატო-ს სამიტზე და უკრაინის „მშვიდობის ფორმულაზე“, ასევე ორმხრივ თანამშრომლობასა და ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება