ნატო-ს გენერალური მდივანი რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდებს

რუსეთს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურიდან ჯარების გაყვანისკენ მოვუწოდებთ. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მან ასევე კომენტარი გააკეთა რისკებზე, რომლებიც ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რუსის სამხედროების ყოფნას უკავშირდება.

“რუსეთს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა აქვს [ზაპაროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ვითარებისთვის], და საუკეთესო გზავნილი ნატო-სგან და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსგან იმაში მდგომარეობს, რომ რუსეთი ზაეს-ზე თავდასხმებს არ უნდა ახორციელებდეს და თავისი ჯარები უნდა გაიყვანოს, რაც საშუალებას მისცემს ექსპერტებს თავიანთი სამუშაო აკეთონ”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოს და საპაროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე წვდომის გარანტია მისცეს უკრაინას და საერთაშორისო ექსპერტებს. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ნატო ვითარების მონიტორინგს აგრძელებს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა