გამოცდების მიმდინარეობას საქართველოს სხვადასხვა რეგიონში სოფიო გორგოძე დააკვირდა

2023 წლის გამოცდები გრძელდება. 7 ივლისს, მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში ორ სესიად აბიტურიენტებმა გამოცდა მათემატიკაში ჩააბარეს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას გორსა და ახალციხეში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში გაეცნო, მისი მოადგილე ლევან საბაური კი გამოცდებს ხულოსა და ბათუმში გახსნილ საგამოცდო ცენტრებში აკვირდებოდა.

მათივე ცობით, დღევანდელმა საგამოცდო პროცესმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ორივე სესიაზე გამოცხადდა აბიტურიენტთა 95%. არ ყოფილა დაგვიანების არც ერთი შემთხვევა.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ეროვნული გამოცდები 3 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო. მომდევნო გამოცდას აბიტურიენტები 10 ივლისს ინგლისურ ენაში ჩააბარებენ. 6 ივლისიდან საგამოცდო პროცესში ჩაერთვნენ მასწავლებლები და მასწავლებლობის მსურველებიც. მათთვის სესიები 13 ივლისიდან განახლდება. სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილენი გამოცდას 13 ივლისს, მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 27-28 ივლისს ჩააბარებენ. სულ 2023 წლის გამოცდებისათვის 75 000-ზე მეტი აპლიკანტია დარეგისტრირებული.

ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ