8 ივლისს, 10:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T405 აუდიტორიაში (უნილაბი) ილიაუნის ტექნოლოგიის სკოლის DataArt Georgia-სა და AWS User Group Tbilisi- ის ერთობლივი ინიციატივით AWS Game Day Georgia გაიმართება.
მის: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის T კორპუსი, T405 აუდიტორია (UniLab), ჩოლოყაშვილის გამზ. N3/5.
8 ივლისს, 13:00 საათზე, კახეთში, შუამთაში, რესტორან „ბადაგონის სახლი შუამთაში“ მიმდებარე ტერიტორიაზე, შუამთის ფესტივალი გაიმართება და ოფიციალურად გაიხსნება შუამთის ტყე-პარკის სარეკრეაციო ზონა.
საკონტაქტო: 599 55 02 99; 595 99 55 93
8 ივლისს, 15:30 საათზე, პარლამენტის თავმჯდომარე მოხალისე სტუდენტებს ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეის სესიის წარმატებით ჩატარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სერტიფიკატებს გადასცემს.
მის: სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასი"