ჯო ბაიდენი - უკრაინა ახლა მზად არ არის ნატო-ს წევრობისთვის და „რაციონალური გზა” უნდა გაიაროს

უკრაინა ახლა მზად არ არის ნატო-ს წევრობისთვის და „რაციონალური გზა“ უნდა გაიაროს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

„არა მგონია, რომ ახლა იგი [უკრაინა] ნატო-ს წევრობისთვის არის მზად… არა მგონია, რომ ნატო-ში ახლა ერთსულოვნება არსებობს იმაზე შევიყვანოთ თუ არა უკრაინა ნატო-ს ოჯახში ახლა, ამ მომენტში, შუაგულ ომში. მაგალითად, თუ ამას ვიზამთ, მაშინ, იცით - სრულიად მზად ვართ ყოველი სანტიმეტრი დავიცვათ, რომელიც ნატო-ს ტერიტორიაა. ეს ვალდებულებაა, რომელიც საკუთარ თავზე ავიღეთ, მიუხედავად ყველაფრისა. თუ ომი გრძელდება, მაშინ ყველანი ომში ვართ… ამიტომ ვფიქრობ, რომ რაციონალური გზა უნდა გავაგრძელოთ, რათა უკრაინას შეეძლოს ნატო-ში შესვლის კანდიდატი იყოს,” - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება პროცესია, რომელიც გარკვეულ დროს საჭიროებს ყველა მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, მათ შორის დემოკრატიზაციასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით. ბაიდენმა აღნიშნა, რომ ამაზე ზელენსკისთანაც ისაუბრა.

„სანამ პროცესი გრძელდება, შეერთებული შტატები მზად იქნებიან მიაწოდონ [უკრაინას] იარაღი, როგორც უსაფრთხოება, თავდაცვის შესაძლებლობა, როგორსაც ისრაელისთვის უზრუნველვყოფთ,” - განაცხადა ბაიდენმა.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა