აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთის ლიდერს მოუწოდებს, ფრთხილად იყოს, "რადგან ჩინეთის ეკონომიკა დასავლურ ინვესტიციებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული"
აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს მოუწოდებს, ფრთხილად იყოს, "რადგან ჩინეთის ეკონომიკა დასავლურ ინვესტიციებზე მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული". ბაიდენმა აღნიშნული განცხადება ჩინეთისა და რუსეთის პრეზიდენტების, ვირტუალურ რეჟიმში გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
მისი თქმით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ რუსული ბაზარი 600-ზე მეტმა მსხვილმა ამერიკულმა კორპორაციამ დატოვა, რამაც მის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა. ბაიდენმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-სა და ჩინეთის ურთიერთობა კიდევ უფრო არ დაიძაბება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, აშშ ოფიციალური პეკინის მიმართ ეკონომიკურ ბერკეტებს გამოიყენებს.