საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობა „პრაიდ ფესტივალის“ ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება და ხელისუფლებას დამნაშავე პირებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებისკენ მოუწოდებს.
"გაერო გმობს ძალადობასა და თავდასხმებს Tbilisi Pride-ზე. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაგმოს ეს შემაშფოთებელი ინციდენტი, პასუხისმგებლობა დააკისროს დამნაშავეებს და გადადგას გადამწყვეტი ნაბიჯები, მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებების დაცვის გასაუმჯობესებლად ყველასათვის, მათ შორის ლგბტ+ პირებისთვის", - აღნიშნულია საქართველოში გაერო-ს წარმომადგენლობის განცხადებაში.
Tbilisi pride-ის ორგანიზებით, ფესტივალი, რომელიც 8 ივლისის ლისზე, დახურულ ტერიტორიაზე უნდა ჩატარებული, ჩაიშალა. ამის მიზეზი "თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეთა ჯგუფის ორგანიზებული პროტესტი გახდა, ისინი ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ. „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეებმა ლისის ტბის ტერიტორიაზე “პრაიდ ფესტივალისთვის” გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს. „პრაიდ ფესტივალის“ ტერიტორიიდან მონაწილეთა ევაკუაცია სამარშრუტო ტაქტებით განხორციელდა. ორგანიზატორების ცნობით, სამართალდამცველებმა ვერ შეძლეს ტერიტორიის დაცვა. "თბილისი პრაიდის" განცხადებით, "განვითარებული მოვლენები მიანიშნებს, რომ თავდასხმა წინასწარ კოორდინირებული და შეთანხმებული შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ძალადობრივ დაჯგუფება "ალტ-ინფოს" შორის".