"აზოვის" მეთაურების თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნება არსებული ხელშეკრულებების პირობების დარღვევაა , - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიას განუცხადა.
„"აზოვის" მეთაურების თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნება სხვა არაფერია, თუ არა არსებული ხელშეკრულებების პირობების პირდაპირი დარღვევა. უფრო მეტიც, ამ შემთხვევაში პირობები დაირღვა როგორც უკრაინული, ასევე, თურქული მხარის მიერ", - განაცხადა პესკოვმა.
მისი მტკიცებით, შეთანხმების თანახმად, ეს პირები კონფლიქტის დასრულებამდე თურქეთში უნდა დარჩნენ.
„ამავდროულად, რუსეთისთვის არავის უცნობებია ბოევიკების გადაცემის შესახებ“, - აღნიშნა პესკოვმა.
მისი თქმით, თურქეთი, უკრაინის შეიარაღებული ძალების ფრონტზე წარუმატებლობის ფონზე, იძულებული გახდა ეს ნაბიჯი გადაედგა.
"შეთანხმებების დარღვევით „აზოვის“ მეთაურების ზელენსკისთვის გადაცემის გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, პირდაპირ კავშირშია კონტრშეტევის წარუმატებლობასთან. ეს არის წარუმატებლობა, რომელსაც კიევის რეჟიმის ჯარები ახლა ყოველდღიურად აწყდებიან", - განაცხადა პესკოვმა.
მისი თქმით, მალე გაიმართება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტი, რომლის მზადების კონტექსტში ანკარა დიდი ზეწოლის ქვეშ იმყოფება.
"თავად თურქეთი კი, რა თქმა უნდა, ამ გზით, როგორც ნატო-ს წევრი, აჩვენებს თავის სოლიდარობას ალიანსის მიმართ. ჩვენ ყველას ეს კარგად გვესმის", - განაცხადა პესკოვმა.