გერმანიის პარლამენტმა უკრაინისთვის საბრძოლო მასალის შეძენა დაამტკიცა

გერმანიის პარლამენტმა Panzerhaubitze 2000-ის თვითმავალი ჰაუბიცებისთვის, Leopard 2-ის ტანკებისთვის და Puma-ს ქვეითთა საბრძოლო მანქანებისთვის საბრძოლი მასალის შეძენას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საბრძოლო მასალის შეძენა გათვალისწინებულია როგორც ბუნდესვერის, ასევე უკრაინის საჭიროებისთვის.

"რუსეთის ფედერაციის თავდასხმამ უკრაინაზე მნიშვნელოვნად შეცვალა უსაფრთხოების პოლიტიკა. ეს აუცილებელს ხდის დამატებით საბრძოლო მასალის შეძენას - როგორც გერმანიის შეიარაღებული ძალებისთვის, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის", - ნათქვამია ინფორმაციაში.

მათი განმარტებით, უკრაინის შეიარაღებული ძალები ფრონტზე იყენებს Panzerhaubitz 2000 და Leopard 2 ტანკებს, ამიტომ მოთხოვნა ჰაუბიცების 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვებსა და საბრძოლო ტანკების 120 მმ-იან ჭურვებზე გერმანიის დახმარებით კმაყოფილდება.

გერმანიის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ომის დაწყებიდან უკრაინას ბუნდესვერის საწყობებიდან მნიშვნელოვანი რაოდენობის საბრძოლო მასალა აქვს მიღებული.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა