უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ანჯეი დუდამ ვოლინის ოლქის ქალაქ ლუცკში შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, უკრაინისა და პოლონეთის პრეზიდენტები ლუცკში 9 ივლისს ჩავიდნენ და წმინდა პეტრესა და პავლეს ტაძარს ეწვივნენ.
ორი ლიდერის ლუცკში ვიზიტი წინასწარ არ დაანონსებულა.