მარია ზახაროვა - ნატო-ს ლიდერებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხი უნდა განიხილონ - ალიანსის წევრების უმრავლესობა პირდაპირი დარტყმის ზონაში აღმოჩნდება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, ნატო-ს ლიდერებმა მომავალ კვირაში დაგეგმილ სამიტზე ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის საკითხი უნდა განიხილონ, რადგან ალიანსის წევრების უმეტესობა "პირდაპირი დარტყმის ზონაში" აღმოჩნდება.

ზახაროვას მტკიცებით, უკრაინის ხელისუფლებამ დაიწყო "საკუთარი გადარჩენის" გეგმა - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სისტემატური ზიანის მიყენება.

„ტერორისტული რეჟიმი. ახლა მათ დაიწყეს „საკუთარი ხსნის“ გეგმა - ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის სისტემატური დაზიანება. ნატო-ს სამიტზე მთავარი ყურადღება ამ თემას უნდა დაეთმოს. ბოლოს და ბოლოს, ალიანსის წევრების უმრავლესობა პირდაპირი დარტყმის ზონაში აღმოჩნდება“, - აღნიშნა ზახაროვამ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა აღნიშნული კომენტარი უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის პოსტის საპასუხოდ გააკეთე, რომელმაც დაწერა: „273 დღე მას შემდეგ, რაც პირველი დარტყმა მიაყენეს ყირიმის ხიდს რუსეთის ლოგისტიკის მოშლის მიზნით“.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება