მიხაილო პოდოლიაკი  - კასეტური საბრძოლო მასალები უკიდურესად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის - რუსეთს მხოლოდ მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ელაპარაკო, პროპორციული ძალით

კასეტური საბრძოლო მასალები უკიდურესად მნიშვნელოვანია უკრაინისთვის. ისინი გარკვეულწილად ანაზღაურებენ ჩვენი ჭურვების დეფიციტს და ნაწილობრივ აღადგენენ თანასწორობას ბრძოლის ველზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, რუსეთს მხოლოდ მისთვის გასაგებ ენაზე - პროპორციული ძალით უნდა ელაპარაკო.

„იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იყენებს ამ ტიპის საბრძოლო მასალას უკრაინაში, ეს მინიმუმ სამართლიანია და რეალურად რუსეთს მხოლოდ მისთვის გასაგებ ენაზე უნდა ელაპარაკო - პროპორციული ძალით“, - აცხადებს პოდოლიაკი.

შეგახსენებთ, 7 ივლისს შეერთებულმა შტატებმა უკრაინის დახმარების ახალი, 800 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების პაკეტი გამოაცხადა, რომელიც კასეტურ საბრძოლო მასალასაც მოიცავს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის