10 ივლისს, 11:00 საათზე, 22 სკოლის წარმომადგენელი აუდიტორიას გაუზიარებს სკოლებში დემოკრატიული კულტურის განვითარების მიზნით, მოსწავლეთა თვითმმართველობების მიერ განხორციელებულ ინიციატივებს. სკოლებთან ერთად ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ განათლების ექსპერტები, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და სხვა უწყებების წარმომადგენლები.
მის: Holiday Inn Tbilisi, 26 მაისის მოედანი #1
საკონტაქტო: თიკო ბაქრაძე - 593 48 44 99
10 ივლისს 11:00 საათზე, სახალხო დამცველის ოფისში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრი, ლუკა შველიძე, პარტიის ადვოკატთან, ლაშა ტყეშელაძესთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველს შეხვდება.
თემა: სახელმწიფო უნივერსიტეტში განხორციელებული ძალადობა
მის: დავით აღმაშენებლის გამზ. #80
საკონტაქტო: ლუკა შველიძე - 555 28 63 35
10 ივლისს, 11:30 საათზე მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ჰერპეტოლოგი რატი მამუკაშვილი განცხადებას გააკეთებს.
თემა: „რა ვითარებაა მიმდინარე სეზონზე ქვეწარმავლების გავრცელების მხრივ.
რეკომენდაციები - რა უნდა იცოდეს მოქალაქემ, თუ გველს დაინახავს, ან ქვეწარმავალი უკბენს“.
მის: კოსტავას ქ.47/57.
საკონტაქტო: 593 53 45 24
10 ივლისს, 12:00 საათზე, სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ პროგრამების ეკონომიკური ზეგავლენის ანგარიშს წარადგენს.
პრეზენტაციით წარდგება სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხიდურელი.
ანგარიშის წარდგენას დაესწრებიან აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, საფინანსო ინსტიტუტების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
თემა: ანგარიშში გაერთიანებულია სააგენტოს პროგრამების გავლენის შეფასების შედეგები, რომლებიც ეყრდნობა ბენეფიციარების ფინანსურ და ეკონომიკურ ანალიზს.
მის: ი.ჭავჭავაძის #37, „სასტუმრო პულმანი“ (მესამე სართული)
10 ივლისს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.
მის.: ინგოროყვას 7
10 ივლისს, 15:00 საათზე, „ჩინეთის, როგორც „მეომარი მგლის“ პოლიტიკა მედიაში – საქართველოს მაგალითი“ - „სამოქალაქო იდეა - Civic IDEA“ და „ჟურნალისტიკის რესურსცენტრის ერთობლივი მედიის მონიტორინგის“ ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართება.
მის: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.
საკონტაქტო: ირმა ჭარაქაშვილი - 577 69 41 03
10 ივლისს, 17:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესთაგის პრეზიდენტს, ბერბელ ბასის შეხვდება.
დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი
(B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)
10 ივლისს, 18:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი და გერმანიის ბუნდესთაგის პრეზიდენტი, ბერბელ ბასი მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.
B კორპუსი, II სართული (ბიუროს ოთახის წინ)