ვოლოდიმირ ზელენსკი - ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებების დაწყებას შეეცდება, როდესაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ყირიმს მიუახლოვდება

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არასდროს დათანხმდება რუსეთისთვის უკრაინის ტერიტორიის ნაწილის დათმობას.

ზელენსკის, ABC News-თან ინტერვიუში, შეკითხვა დაუსვეს Washington Post-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორს, უილიამ ბერნსს კიევში ვიზიტისას განუცხადეს, რომ კონტრშეტევის მიზანი ყირიმის საზღვრებთან მიახლოება და შემდეგ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკების დაწყებაა.

„აბსოლუტურად ნათელი, ლოგიკური რიტორიკაა, რომ იმ მომენტში, როდესაც უკრაინა დროებით ოკუპირებულ უკრაინის ნახევარკუნძულთან, ყირიმთან, ადმინისტრაციულ საზღვარს მიაღწევს, დიდი ალბათობით, პუტინი იძულებული გახდება ცივილიზებულ სამყაროსთან დიალოგს ეცადოს, განსხვავებით სრულმასშტაბიან შეჭრამდე, რადგან ის დასუსტდება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება