ჯო ბაიდენი - აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობები კლდესავით მყარია - გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად

არ შეიძლებოდა შევხვედროდი უფრო ახლო მეგობარსა და მოკავშირეს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრთან, რიში სუნაკთან დაუნინგ სთრითზე გამართული შეხვედრის დროს განაცხადა.

მისი თქმით, აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოს შორის ურთიერთობები კლდესავით მყარია.

შეხვედრის დაწყებისას რიში სუნაკმა განაცხადა, რომ ისინი გეგმავდნენ, განეხილათ, როგორ გააძლიერონ თანამშრომლობა და ეკონომიკური უსაფრთხოება.

„განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ ჩვენი თანამშრომლობა და ერთობლივი ეკონომიკური უსაფრთხოება ჩვენი მოქალაქეების სასარგებლოდ. ჩვენ ვართ ალიანსის ორი ყველაზე მყარი მოკავშირე და გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად“, - აღნიშნა სუნაკმა.

BBC-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენსა და რიში სუნაკს შორის შეხვედრა 40 წუთს გაგრძელდა. შეხვედრის შემდეგ ბაიდენმა დაუნინგ სთრითი დატოვა და მეფე ჩარლზთან შესახვედრად უინძორის ციხესიმაგრეში გაემართა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო