რატი იონათამიშვილი - თითოეული სამიტი ახალი შესაძლებლობა, რასაც ნატო-ს წევრი სახელმწიფოები უნდა იყენებდნენ  - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ღია წერილი მათთვის დასკვნების გამოსატანად სახელმძღვანელო შეიძლება იყოს

ნატო-ს თითოეული სამიტი ახალი შესაძლებლობაა და ამ შესაძლებლობას განსაკუთრებით ნატო-ს წევრი სახელმწიფოები უნდა იყენებდნენ - საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ღია წერილი მათთვის დასკვნების გამოსატანად სახელმძღვანელო წერილი შეიძლება იყოს , - ეს განცხადება ჟურნალისტებთან "ქართული ოცნების" დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა გააკეთა.

მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარე ზუსტად სვამს აქცენტებს, რაც საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფისთვის მნიშვნელოვანია.

"ნატო-ს საზღვრები მართლაც მშვიდობის საზღვრებია, ოღონდ ამას გაფართოვება სჭირდება, რადგან სამწუხაროდ, მხოლოდ დაპირებები ყოველთვის წამახალისებელი იქნება ისეთი აგრესორისთვის, როგორიც რუსეთია - რომელსაც საერთაშორისო სამართალი არ აინტერესებს, ორიენტირებულია მეზობელი ქვეყნების ოკუპაციაზე. არსებული პოლიტიკა გადასახედია იმ ჭრილში, რომ საერთაშორისო თვალსაზრისით ნატო-ს საზღვრების გაფართოვება მშვიდობის გაძლიერებას ნიშნავს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

იონათამიშვილი იმასაც ამბობს, რომ ორი აქტორია, ვინც საუბრობს, რომ საქართველო ნატო-ს წევრობას არ იმსახურებს და არ შეიძლება ქვეყანა ნატო-ს წევრი გახდეს.

"საზღვარგარეთ რუსეთია, ქვეყნის შიგნით რადიკალური ოპოზიცია - "ნაციონალური მოძრაობა". მათ განცხადება დღესაც გააკეთეს, რომ თურმე ჩვენი ქვეყანა ნატო-ს წევრობას არ იმსახურებს. ამით ისინი შეურაცხყოფას აყენებენ სამხედროებს, ვეტარანებს, ვინც საერთაშორისო უსაფრთხოებას საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ. მათ ასეთი არჩევანი სადამდე მიიყვანთ, ამას ვნახავთ", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება