გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, უკრაინა სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიიღებს.
მისივე თქმით, ვილნიუსის სამიტი გაერთიანების მაგალითი გახდება.
„ნატოს ვილნიუსის სამიტის დროს გერმანია უკრაინისთვის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტების შესახებ განაცხადებს. ეს იქნება გაერთიანებული შეხვედრა და ყველაფერი მიმდინარე ვითარების ფონზე უნდა შედგეს“, - განაცხადა ბორის პისტორიუსმა.