გიტანას ნაუსედა - ბალტიის რეგიონში ნატოს უფრო დიდი კონტინგენტი უნდა განთავსდეს - რეგიონში ბელარუსიდან წარმოქმნილი ახალი საფრთხეებისგან „ძალიან  ცუდი კოქტეილი“ შეიქმნა

ლიეტუვას პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ბალტიის რეგიონში ნატოს უფრო დიდი კონტინგენტი უნდა განთავსდეს.

მისივე თქმით, ეს განპირობებულია იმით, რომ რეგიონში ბელარუსიდან წარმოქმნილი ახალი საფრთხეებისგან “ძალიან ცუდი კოქტეილი” შეიქმნა.

“ვაგნერელების პოტენციური განლაგების, ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების და ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ახალი „აგრესიული რიტორიკის“ გათვალისწინებით, მოწინააღმდეგის ჯარი ლიეტუვას საზღვრებთან რამდენიმე საათში აღმოჩნდება. აქ “ძალიან ცუდი კოქტეილი” შეიქმნა”, - განაცხადა ნაუსედამ.

ასევე, ლიეტუვას პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ნატოს მოწინავე თავდაცვის გაძლიერება სჭირდება.

შეგახსენებთ, რომ წინა თვეში გერმანიამ უკვე განაცხადა ლიეტუვაში 4000 სამხედროსგან შემდგარი მუდმივი ბრიგადის განთავსების მზაობის შესახებ. ლიეტუვაში ნატოს სამხედრო კონტინგენტის გაზრდის შესახებ მზაობას კანადაც გამოთქვამს.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა