უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარიინკის მიმართულებით მძიმე ბრძოლები გრძელდება

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარიინკის მიმართულებით მძიმე ბრძოლები გრძელდება.

„რუსული ჯარი ძირითადი ძალების კონცენტრირებას კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარიინკის მიმართულებებზე ახდენს. გასული დღე-ღამის განმავლობაში 17 საბრძოლო შეტაკება მოხდა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, დღეს რუსულმა ჯარმა ქალაქ ნიკოლაევის ერთ-ერთ ინფრასტრუქტურულ ობიექტზე მიიტანა სარაკეტო იერიში, ასევე, 22 საავიაციო დარტყმა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან გასროლა განახორციელა.

„სამწუხაროდ, დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა და დაშავებულია მშვიდობიანი მოსახლეობა. სარაკეტო და საავიაციო დარტყმების განხორციელების რისკი კვლავ მაღალი რჩება“, - აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის