ჯო ბაიდენი ვილნიუსში ჩავიდა

აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ვილნიუსში ჩავიდა. აეროპორტში აშშ-ს პრეზიდენტს ლიეტუვას პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა დახვდა.

11 ივლისს, აშშ-ს პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია ლიეტუვას პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება, რომლის შემდეგ პრეზიდენტებს შორის ორმხრივი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე უკრაინის მხარდაჭერის, ნატოს აღმოსავლეთის ფლანგის გაძლიერების ღონისძიებების, ასევე, ბელარუსის მიერ უკრაინის წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის მხარდაჭერის საკითხები იქნება განხილული.

11 ივლისვე აშშ-ს პრეზიდენტი ნატოს სამიტში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ძირითადი ყურადღება ალიანსში უკრაინის გაწევრიანებაზე იქნება გამახვილებული.

აშშ-ს პრეზიდენტის დელეგაციაში სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენიც შედის.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა