ისლანდიის დედაქალაქის მახლობლად ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო

სეისმური აქტივობის რამდენიმე დღის შემდეგ, ისლანდიის დედაქალაქ რეიკიავიკის მახლობლად ვულკანის ამოფრქვევა დაიწყო. ინფორმაციას Iceland Monitor-ი აქვეყნებს.

ვულკანის ამოფრქვევა რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ხდება, რომელიც ისლანდიის დედაქალაქიდან დაახლოებით 30 კილომეტრშია. აღსანიშნავია, რომ ამ ადგილთან ახლოს ვულკანი 2021 და 2022 წლებშიც ამოიფრქვა.

ერთი კვირის წინ გავრცელდა ინფორმაცია არაერთ ადგილზე ნიადაგის "აწევის" შესახებ, რასაც მიწისძვრების სერია მოჰყვა - რაიონში ათასობით მიწისქვეშა ბიძგი დაფიქსირდა, რომელთა შორისაც ბევრი რიხტერის სკალით 4-5 ბალს აჭარბებდა.

მნიშვნელოვან სტრუქტურულ დაზიანებებზე ინფორმაცია არ არის.

ისლანდიის მეტეოროლოგიური სამმართველოს ცნობით, მაგმა 200 მეტრის ნაპრალიდან ამოდის.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა