ორეხოვოში სამაშველო სამუშაოები დასრულდა, რუსეთის თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

მაშველებმა ზაპოროჟიეს ოლქის ქალაქ ორეხოვოში, რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმის ადგილზე მიმდინარე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დაასრულეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაღუპულთა რაოდენობა 7-მდე გაიზარდა.

შეგახსენებთ, რუსებმა ორეხოვოში, სკოლის შენობას, სადაც ჰუმანიტარული დახმარების გაცემა მიმდინარეობდა, მართვადი საჰაერო ბომბით დაარტყეს. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია 4 დაღუპულისა და 13 დაშავებულის შესახებ. მოგვიანებით მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ 3 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს