რუსებმა კიევს Shahed-ის დრონებით შეუტიეს, უკრაინელებმა ყველა მათგანი გაანადგურეს

რუსული ძალები დღეს დილით კიევს Shahed-ის დრონებით დაესხნენ თავს, საჰაერო თავდაცვამ ყველა მათგანი გაანადგურა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, სერგეი პოპკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ირანული დრონები სამხრეთიდან, სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაციის კრასნოდარის ტერიტორიიდან გაუშვეს. ყველა აღმოჩენილი საჰაერო სამიზნე, რომელიც კიევის მიმართულებით მოძრაობდა, ჩვენი საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით განადგურდა“, - აღნიშნა პოპკომ.

ცნობისათვის, რუსულმა ძალებმა კიევზე, მიმდინარე თვეში, მეორე საჰაერო თავდასხმა განახორციელეს.

კახა კოჟორიძე - აქციების მონაწილეებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის მუხლით აღძრული საქმეები ძალიან ჰგავს ბუზის სპილოდ ქცევის მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.01.2025
სილქნეტის ქსელში „90 დღიანი პაკეტები“ დაბრუნდა!