უკრაინელებმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის 235 020-მდე ჯარისკაცი გაანადგურეს, მათ შორის 540 ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
ამასთან, უკრაინაში შეჭრის დღიდან რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 4 089 ტანკს, 7 983 ჯავშანტექნიკას, 4 385 ერთეულ საარტილერიო სისტემას, 315 საბრძოლო თვითმფრინავს და 310 ვერტმფრენს, 6 966 ავტომობილსა და საწვავის ავზს, 18 გემს/ნავს, 3 693უპილოტო საფრენ აპარატს, 640 ერთეულ სპეცტექნიკას და 1 271 ფრთოსან რაკეტას.