დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - მოსკოვში მომუშავე სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებს უკრაინის წინააღმდეგ ომში მოხალისეების გაგზავნას სთხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტრაქტების შეწყვეტით ემუქრებიან

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მოსკოვში მომუშავე სამშენებლო კომპანიების ხელმძღვანელებისგან უკრაინის წინააღმდეგ ომში მონაწილეობისთვის მოხალისეების გაგზავნას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, არსებული კონტრაქტების შეწყვეტით ემუქრებიან.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, მუქარები მოსკოვის საქალაქო ხელისუფლებიდან მოდის და აღნიშნული ზომები ძირითადად ეროვნულ უმცირესობების წარმომადგენლებს შეეხება.

„ეს ზომები, პირველ რიგში, სავარაუდოდ, რუსეთის უფრო ღარიბ რეგიონებში მცხოვრებ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს შეეხება, რადგან მშენებლობებზე ბევრი მათგანი მუშაობს”, - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მიმოხილვაში.

კახა კოჟორიძე - აქციების მონაწილეებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის მუხლით აღძრული საქმეები ძალიან ჰგავს ბუზის სპილოდ ქცევის მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 13.01.2025
სილქნეტის ქსელში „90 დღიანი პაკეტები“ დაბრუნდა!