ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ნატოში შვედეთის გაწევრიანების ხელშეწყობის შესახებ თურქეთის გადაწყვეტილებას მიესალმება

ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ ნატოში შვედეთის გაწევრიანების ხელშეწყობის შესახებ თურქეთის გადაწყვეტილებას მიესალმება

აშშ-ს გენერალური მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ მიესალმება თურქეთის გადაწყვეტილებას ნატოში შვედეთის გაწევრიანების ხელშეწყობის შესახებ. აღნიშნულ განცხადებას ენტონი ბლინკენი Twitter-ში აქვეყნებს.

„ჩვენ მივესალმებით თურქეთის ხელმძღვანელობის ვალდებულებას, გადასცეს პარლამენტს ოქმი ნატოში შვედეთის გაწევრიანების რატიფიცირების შესახებ და იმუშაოს საკანონმდებლო ორგანოსთან რატიფიცირების უზრუნველყოფის საკითხზე“, - განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა.

მისივე თქმით, შვედეთი გააძლიერებს ჩრდილოატლანტიკურ ალიანს და ხელს შეუწყობს ევროპულ უსაფრთხოებას.