იენს სტოლტენბერგი - დარწმუნებული ვარ, ნატო-ს სამიტის კომუნიკე უკრაინის გაწევრიანების შესახებ პოზიტიურ და ძლიერ გზავნილს გააგზავნის

იენს სტოლტენბერგი - დარწმუნებული ვარ, ნატო-ს სამიტის კომუნიკე უკრაინის გაწევრიანების შესახებ პოზიტიურ და ძლიერ გზავნილს გააგზავნის

დარწმუნებული ვარ, ნატო-ს სამიტის კომუნიკე უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესახებ პოზიტიურ და ძლიერ გზავნილს გააგზავნის, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა, ნატო-ს საჯარო ფორუმზე განაცხადა.

მისი თქმით, სამიტის საბოლოო კომუნიკეს ფორმულირებაზე მუშაობა მიმდინარეობს.

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ეს განცხადება უკრაინელი დეპუტატის, ოლექსი გონჩარენკოს შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თქმითაც, მილიონობით უკრაინელი დღეს ვილნიუსის სამიტს იმედით უყურებს, სურს ნატო-სგან გაწევრიანებაზე მიწვევა იხილოს და აინტერესებს, მიიღებს თუ არა უკრაინა ამ მიწვევას.