ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის მინისტრი - რამზან კადიროვის ინიციატივით, ავიარეისების გეოგრაფიის გაფართოების ფარგლებში დავსახეთ ავიარეისების დანიშვნა სოჭში, ვოლგოგრადში, თბილისში და ჯიდაში

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის და კავშირგაბმულობის მინისტრის, რამზან ჩერხიგოვის განცხადებით, რესპუბლიკის პრეზიდენტის რამზან კადიროვის ავიარეისების გეოგრაფიის გაფართოების შესახებ დავალების შესრულების ფარგლებში რესპუბლიკის ხელმძღვანელობას საქართველოში პირდაპირი ავიარეისების დანიშვნის იმედი აქვთ.

აღნიშნული განცხადება რამზან ჩერხიგოვმა რუსული ავიაკომპანიის „აზიმუტის“ აღმასრულებელ დირექტორთან შეხვედრაზე გააკეთა.

„ჩეჩნეთის რესპუბლიკის მეთაურის, რამზან კადიროვის ავიარეისების გეოგრაფიის გაფართოების შესახებ დავალების შესრულების ფარგლებში განვიხილეთ პერსპექტიული პროექტები. შეხვედრაზე დავსახეთ ავიარეისების დანიშვნა სოჭში, ვოლგოგრადში, თბილისში და ჯიდაში“, - განაცხადა ჩერხიგოვმა.

მისივე განცხადებით, დასახული გეგმების რეალიზება ტურისტული დარგის განვითარებაზე პოზიტიურ გავლენას იქონიებს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა