ოლექსი დანილოვი - „ვაგნერის“ მეთაურის ევგენი პრიგოჟინის „ამბოხს“ მხარი რუსული არმიის 14-მა გენერალმა დაუჭირა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მეთაურის ევგენი პრიგოჟინის „ამბოხს“ რუსული არმიის 14-მა გენერალმა დაუჭირა მხარი.

მისივე თქმით, რუსეთის რეგულარულ არმიაში პრიგოჟინის მხარე ბევრმა ადამიანმა დაიკავა, რადგან ვლადიმერ პუტინის აღარ სჯერათ.

„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებში ბევრი ისეთი მეთაურია, რომელიც ევგენი პრიგოჟინის მიმართ კარგად არის განწყობილი. გარდა ამისა, მათ აღარ სურთ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის სამხედრო პოლიტიკაში მონაწილეობის მიღება“, - განაცხადა ოლექსი დანილოვმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა