გიტანას ნაუსედა - ნატო-რუსეთის ფუძემდებელი აქტი, რომლის თანახმადაც ალიანს ერთობლივი სამხედრო ბაზების შექმნა ეკრძალება, მკვდრად უნდა გამოცხადდეს

ლიეტუვას პრეზიდენტის, გიტანას ნაუსედას განცხადებით, ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა უარი უნდა თქვას ადრე აღებულ შეზღუდვებზე და რუსეთის საზღვართან მუდმივი სამხედრო ბაზების ორგანიზება მოახდინოს.

აღნიშნული განცხადება ლიეტუვას პრეზიდენტმა The Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

მისივე თქმით, რუსეთი-ნატოს ფუძემდებელი აქტი, რომლის თანახმად, ალიანს ერთობლივი სამხედრო ბაზების შექმნა ეკრძალება, მკვდრად უნდა გამოცხადდეს.

„რადგან რუსეთი ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსებაზე აქტიური ნაბიჯების გადადგმას აგრძელებს და ჩვენ ამის მტკიცებულებებიც გვაქვს, ჩვენ ბოლოსდაბოლოს ეს აქტი მკვდრად უნდა გამოვაცხადოთ. ამ ნაბიჯის გადადგმის გარეშე, ჩვენ კვლავინდებურად სტრატეგიული ამბივალენტობის რუხ ზონაში დავრჩებით“, - განაცხადა ნაუსედამ.

რუსეთი-ნატოს ფუძემდებელ აქტს ხელი 1997 წელს მოეწერა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს