საფრანგეთი უკრაინას Scalp-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედ ფრთოსან რაკეტებს გადასცემს, - გამოცემა Lemonde-ს ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ვილნიუსში ნატო-ს სამიტის წინ ჟურნალუისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ახალი რაკეტების მიწოდების მიზანია, უკრაინას მიეცეს საშუალება, დაარტყას რუსეთის საოკუპაციო ძალებს საკუთარი ტერიტორიის გასათავისუფლებლად დაწყებული კონტრშეტევის დროს.
“მივიღე გადაწყვეტილება უკრაინისთვის შეიარაღების და აღჭურვის მიწოდების გაზრდის შესახებ, რადგან მივიჩნევ, რომ უკრაინელებს შორ მანძილზე დარტყმის საშუალება უნდა ჰქონდეთ. ეს უნდა მოხდეს ჩვენი დოქტრინის შენარჩუნებით, რომელიც უკრაინას თავის ტერიტორიის დაცვის საშუალებას იძლევა“, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.
SCALP/Storm Shadow ბრიტანულ-ფრანგული იარაღია, რომლის მოქმედების რადიუსი 250 კილომეტრია.