ვოლოდიმირ ზელენსკი - როცა არ არსებობს კონკრეტული დროის ჩარჩოები უკრაინის ნატოში გაწევრიანებისთვის, ეს ჰგავს იმას, რომ არ არსებობს მზადყოფნა ჩვენი მოწვევისთვის ანუ უკრაინის წევრობა რუსეთთან ვაჭრობის საგნად რჩება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკმაყოფილებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ნატოს-სამიტის ფარგლებში უკრაინის საკითხზე მსჯელობა უკრაინის გარეშე ხდება.

როგორც ზელენსკი აცხადებს, აფასებს მოკავშირეებს, მაგრამ უკრაინა ანალოგიურ პატივისცემას ითხოვს.

„ჩვენ ვაფასებთ ჩვენ მოკავშირეებს. ჩვენ ვაფასებთ ჩვენს საერთო უსაფრთხოებას და ყოველთვის ვაფასებთ ღია საუბარს. უკრაინა ნატოს ვილნიუსის სამიტზე იქნება წარმოდგენილი, რადგან ეს პატივისცემას ნიშნავს, მაგრამ უკრაინა, ასევე, იმსახურებს პატივისცემას. ახლა გზაში მივიღეთ სიგნალები, რომ სამიტზე უკვე დაიწყო მსჯელობა უკრაინის გარეშე.

ეს უპრეცედენტო და აბსურდულია – როდესაც არ არის დადგენილი კონკრეტული დროის ჩარჩოები ნატოში უკრაინის მოწვევისთვის და გაწევრიანებისთვის და როდესაც ამას ემატება რაღაც უცნაური ფორმულირება უკრაინის მოწვევისთვის გარკვეულ „პირობებზე“… ეს ჰგავს იმას, რომ არ არსებობს მზაობა არც უკრაინის მოწვევისთვის და არც მისი გაწევრიანებისთვის ალიანსში ანუ, ნატოში უკრაინის წევრობა რუსეთთან მოლაპარაკებებში ვაჭრობის საგნად რჩება, რუსეთისთვის კი ეს შემდგომი ტერორის გაგრძელების მოტივირების საშუალებას ნიშნავს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა