კაია კალასი - ძალიან ყურადღებით ვუსმენთ შეშფოთებას, რომელიც ზოგიერთ მოკავშირეს აქვს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ვფიქრობ, კარგ კომპრომისს მივაღწევთ

ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც ჩვენ ჯერ კიდევ დისკუსია გვაქვს, არის უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება. რა თქმა უნდა, გვესმის, რომ ეს არ შეიძლება მოხდეს, სანამ ომი მიმდინარეობს, - ამის შესახებ ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა ვილნიუსში, ნატო-ს სამიტის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იმედი აქვს, ალიანსის მოკავშირეები აღნიშნულ საკითხზე კომპრომისს მიაღწევენ.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვუსმენთ შეშფოთებას, რომელიც ზოგიერთ მოკავშირეს აქვს და ვფიქრობ, ჩვენ მივაღწევთ კარგ კომპრომისს, რაც ნიშნავს, რომ უკრაინას ნატო-ში გაწევრიანების მკაფიო გზა ექნება, რადგან ეს არის უსაფრთხოების რეალური გარანტია და თუ ომი დამთავრდება, მაშინ გაიხსნება შესაძლებლობების ფანჯარა და უკრაინაც შეძლებს ნატო-ში გაწევრიანებას“, - აღნიშნა ესტონეთის პრემიერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში