მარია ზახაროვა - პოლონეთის ხელისუფლების აზრით, უკრაინის დასავლეთი ნაწილი მას ეკუთვნის - ეს ერთ-ერთი ვარიანტი გახლავთ, რატომ არ იღებენ უკრაინას ალიანსში

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, ნატოში უკრაინის გაწევრიანება პოლონეთის ინტერესებში არ შედის.

მისივე თქმით, ნატოში უკრაინის არმიღების მიზეზს პოლონეთის ხელისუფლების სურვილი - ამ ქვეყნის დასავლეთი ნაწილის მიტაცება წარმოადგენს.

"პოლონეთის ხელისუფლების აზრით, უკრაინის დასავლეთი ნაწილი მას ეკუთვნის. ამიტომ, ამ თვალსაზრისით, გაუფორმებელი საზღვრებით უკრაინა ნატოს არ სჭირდება. პოლონელი პოლიტიკოსების ეს სურვილი თვალსაჩინოა, ისინი ამაზე ხმამაღლაც საუბრობენ. ეს არის ერთ-ერთი ვარიანტი გახლავთ, თუ რატომ არ იღებენ უკრაინას ალიანსში" , - განაცხადა ზახაროვამ.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა