ანონსი 12 ივლისი

12 ივლისს, 09:30 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ ანგარიშის - „საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულება“ პრეზენტაცია გაიმართება, რომელიც მომზადებულია არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრის“ მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით.

ანგარიშში წარმოდგენილი იქნება საქართველოს პარლამენტის, საპროკურორო საბჭოსა და საზოგადოების წინაშე საქართველოს პროკურატურის ანგარიშვალდებულების საკითხები - არსებული ვითარება და გამოწვევები.

ღონისძიებას დაესწრებიან სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

მის: ვარდების მოედანი #1 (სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“)

12 ივლისს, 10:30 საათზე, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოში (GITA), თბილისში, ქეა კავკასია უკრაინულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ქალთა საინიციატივო ჯგუფებთან მუშაობის გამოცდილებასა და მიღწევებს შეაჯამებს.

საკონტაქტო: მარიამ მიროტაძე 577 00 83 39; სოფო მაღალდაძე 598 51 00 55

12 ივლისს, 11:00 საათზე, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

12 ივლის, 11:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში, „ნაციონალური მოძრაობის“ თელავის საკრებულოს წევრი, გიგი გიგიტელაშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: აუდიტის დასკვნა მუნიციპალიტეტებთან დაკავშირებით

მის: კახეთის გზატკეცილი #45

საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 63 36 44

12 ივლისს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან აქცია - „არა ცენზურას, დამოუკიდებლობა კინოცენტრს!“ გაიმართება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს