ჯონ კირბი -  გვჯერა, რომ ნატო უკრაინის მომავლის ნაწილია - წევრობა უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან, ეს ნატო-ს რუსეთთან ომში ჩაითრევს

უახლოეს მომავალში უკრაინის ნატო-ში წევრობა ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან, ეს ნატო-ს რუსეთთან ომში ჩაითრევს. ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

“გვჯერა, რომ ნატო უკრაინის მომავლის ნაწილია. იმას ვგულისხმობ, რომ ეს არის ის, რაზეც ალიანსი ჯერ კიდევ 2008 წელს შეთანხმდა.

ახლა უკრაინას გარკვეული რეფორმების გატარება სჭირდება - სათანადო მმართველობა, კანონის უზენაესობა, პოლიტიკური რეფორმები - და გვესმის, რომ აქედან ზოგიერთ რეფორმაზე მუშაობა რთულია, როდესაც ომის მდგომარეობაში იმყოფები.

რა თქმა უნდა, ახლა ისინი ომის მდგომარეობაში იმყოფებიან. ამიტომ ნატო-ს წევრობა უახლოეს მომავალში ნაკლებად სავარაუდოა, ვინაიდან, ეს ნატო-ს რუსეთთან ომში ჩაითრევს”, - განაცხადა კირბიმ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა