იენს სტოლტენბერგი - ნატო-ში უკრაინის მოწვევაზე გამოვაცხადებთ, როცა მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები იქნება მიღწეული

ვილნიუსში ნატო-ს სამიტზე უკრაინასთან დაკავშირებული სამი ელემენტისგან შემდგარი გადაწყვეტილება მიიღეს. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა სამიტის პირველი დღის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“დღეს მოკავშირეებმა სამი ელემენტისგან შემდგარი პაკეტი შეათანხმეს, რომლებიც უკრაინას ნატო-სთან დააახლოებს. პირველი - ესაა უკრაინისთვის მხარდაჭერის მრავალწლიანი პროგრამა, რომელიც წვრთნებისა და დოქტრინების საბჭოურიდან ნატო-ს სტანდარტებზე გადასვლას გახდის შესაძლებელს”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, მეორე ელემენტი ნატო-უკრაინის ახალი საბჭოს შექმნაა, რომელიც კონსულტაციებისთვის და გადაწყვეტილებების მიღებისთვის გახდება ფორუმი, სადაც “როგორც თანასწორები შევხვდებით”.

“მესამე - დავადასტურეთ, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი გახდება, და შევთანხმდით, რომ წევრობის სამოქმედო გეგმის შესახებ მოთხოვნა ამოგვეღო. ეს უკრაინის გზას ორნაბიჯიანი პროცესიდან ერთნაბიჯიან პროცესამდე შეცვლის. ასევე გავაგებინეთ, რომ ნატო-ში უკრაინის გაწევრიანების მოწვევის შესახებ გამოვაცხადებთ, როდესაც მოკავშირეები შეთანხმდებიან და პირობები იქნება მიღწეული”, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ